Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში წარმოადგინეს წინადადებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ოთხშაბათს ბაღდადში გაიმართა ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი სახელმწიფოს - შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ჩინეთისა და გერმანიის - მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა ირანს გააცნეს დეტალური წინადადება, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის ნდობის აღსადგენ ზომებსაც. ტექსტი ასახავს დასავლეთის შეშფოთებას ირანში მაღალგამდიდრებული ურანის დამზადებაზე მუშაობით, რადგან შედეგად თეირანმა შესაძლოა, შექმნას ბირთვული იარაღი. თავის მხრივ ირანმა, ამ ქვეყნის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებაზე წარმოადგინა წინადადებების ხუთპუნქტიანი პაკეტი. მასში შესულია ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული, ისევე როგორც სხვა საკითხები და ჩამოყალიბებულია კონკრეტული ნაბიჯები. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ დიპლომატებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბაღდადში მოლაპარაკება შესაძლოა, ხუთშაბათსაც გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG