Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „ქართულ ოცნებას“ უერთდება


პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წევრი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით საგანელიძე პარტიას ტოვებს და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ უერთდება. ამის თაობაზე დავით საგანელიძემ პარასკევს ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა „პირდაპირ საუბრებში“ განაცხადა. საგანელიძის განმარტებით, "ქართული ოცნების" რიგებში გაწევრიანების შემოთავაზება ადრეც მიიღო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ – ტელეკომპანია "კავკასიაში" ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ მიიღო. "გუშინ ვუყურე ბატონი ბიძინას გამოსვლას "კავკასიაზე", დავით აქუბარდიასთან. კაცმა, რომელსაც ყველაფერი აქვს, მაგრამ ბევრ რამეზე თქვა უარი და დადო სასწორზე, გამოვიდა და საზოგადოებას მიმართა. პარასკევსვე „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე ვეტერანების ჯგუფმა და, ასევე, ცნობილმა ქართველმა მოჭიდავეებმა. მათ შორის ოლიმპიურმა ჩემპიონმა რევაზ მინდორაშვილმა და ხუთგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი ბაინდურაშვილმა. 27 მაისს თბილისში პარლამენტის შენობის წინ კოალიცია „ქართული ოცნება“, თავის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ოფიციალურად დაწყებულად გამოაცხადებს წინასაარჩევნო კამპანიას. ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას და საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით მოსვლას გეგმავს.
XS
SM
MD
LG