Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში დასრულდა სამხედრო აღლუმი


ქუთაისში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი. აღლუმი ჩაიბარა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც პარლამენტის დაუსრულებელ შენობაში პარლამენტის საზეიმო სხდომაზე სიტყვით მომართა მოსახლეობას. სააკაშვილმა არ გამორიცხა, რომ პარლამენტის ახალ შენობაში, რომელიც საქართველოსავით დაუმთავრებელია, „წყალიც შეიძლება ჩამოვიდეს“ და ქარმა „სახურავიც შეიძლება წაიღოს“. თუმცა, სააკაშვილმა დასძინა, რომ მისთვის მიუღებელია კრიტიკა იმ ადამიანებისგან, ვისაც არაფერი აუშენებია, არ აშენებს და მხოლოდ დანგრევაზე და უკან სვლაზე ფიქრობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში გამართულ სამხედრო აღლუმში, რომელიც ყველა ადრინდელზე მასშტაბური იყო, მონაწილეობა მიიღეს სახმელეთო, საარტილერიო, საინჟინრო და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებმა. პირადი შემადგენლობის გარდა, პარლამენტის წინ მოედანზე ჩაიარა მძიმე სამხედრო ტექნიკამ, აღლუმი კი დასრულდა საჰაერო შოუთი, რომელშიც ვერტმფრენები და მოიერიშე თვითმფრინავები მონაწილეობდნენ. სამხედრო უწყება არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა დაუჯდა ქვეყნის ბიუჯეტს ასეთი მასშტაბური სამხედრო აღლუმის მოწყობა.
XS
SM
MD
LG