Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში დააკავეს ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტები


"სამოქალაქო ფრონტის" ლიდერის ჯაბა ჯიშკარიანის ინფორმაციით, ქუთაისში დააკავეს სტუდენტები, რომლებიც 26 მაისის მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით, გელათთან მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად საპროტესტო აქციის გამართავს აპირებდნენ. საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ. ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, პრეზიდენტი გელათში არ მივიდა და სტუდენტებს კი სამართალდამცველებმა ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი დააკავეს. ჯიშკარიანის თქმით, პოლიციელებმა სტუდენტებს მობილური ტელეფონები და ვიდეოკამერები დაუმტვრიეს. ასეთ ინცინდენტს არ ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის მიერ გავცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულებმა თავად მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციის პატრულს, რომელმაც მათი მანქანები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გააჩერა. "სამოქალაქო ფრონტის" ლიდერის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სტუდენტები წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით გაასამართლა. სასამართლომ ირაკლი ჩანტლაძეს 5-დღიანი, მანუჩარ ახვლედიანსა და ირაკლი დონდუას კი 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მაიკო, მახნაშვილს, ლიკა გამრეკელს, რეზო კაკაბაძეს, დავით ახრახაძეს, ნუგზარ მოდებაძესა და ირაკლი ბერაიას კი 400-400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.
XS
SM
MD
LG