Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა 66 პატიმარი შეიწყალა


საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 66 პატიმარი შეიწყალა. სხვა მსჯავრდებულებთან ერთად, სიაში მოხვდა კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძეც, რომლის წინააღმდეგ შეტანილ მეორე სარჩელზე აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქოქოლაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა, დღეს "ახალ სარჩელზე აღკვეთის ღონისძიება ანზორ ქოქოლაძეს 5 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალეს. ძველ საქმესთან დაკავშირებით კი, რომლის გამო სასჯელს იხდიდა, პრეზიდენტმა შეიწყალა", - განაცხადა ლილიკო გელაშვილმა. აპრილის ბოლოს ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე მის დაპატიმრებას მიიჩნევდა „თაღლითური გეგმის“ გაგრძელებად, რომელშიც, მის თქმით, „აქტიურად იყვნენ ჩართული პროკურატურა, „თიბისი ბანკი“, შემოსავლების სამსახური და თბილისის მერია“. ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე, "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2010 წლის აპრილში დააკავა. სასამართლომ იგი, 2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგებით სახელმწიფოსა და კრედიტორებისადმი არსებული ვალდებულებებისთვის თავის არიდებაშია დაადანაშაულა და შვიდ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
XS
SM
MD
LG