Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი ნატოს ავიაციას 8 კაცის დაღუპვაში ადანაშაულებს


ავღანეთის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნატოს ავიაციის იერიშის შედეგად აღმოსავლეთ ავღანეთის ერთ-ერთი ოჯახის 8 წევრი დაიღუპა. წყაროს თანახმად, საავიაციო იერიში შაბათს პაქტიის პროვინციის სოფელ სური ხაილში განხორციელდა. დაღუპულია ცოლ-ქმარი და მათი ექვსი შვილი. ნატოს სარდლობა აცხადებს, რომ ისინი ინფორმირებულნი არიან ამ იერიშის თაობაზე და იძიებენ მომხდარ ინცინდენტს. გაეროს თანახმად, 20 დან 18 კაცი ავღანეთში თალიბანის და ალ ყაიდის მოიერიშეების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად იღუპება. თუმცა, ნატოს სარდლობით მოქმედი სამხედრო კოალიციის მიზეზით სამოქალაქო მოსახლეობის დაღუპვის ფაქტები ძირს უთხრის ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაისა და საერთაშორისო სამხედრო ძალების ურთიერთობას.
XS
SM
MD
LG