სირიის არმია კვირასაც განაგრძობდა ოპოზიციის სამხედრო ძალების გამაგრებული პუნქტების დაბომბვას. შაბათს სირიის ქალაქ ჰოულაში საარტილერიო დაბომბვას ნამდვილი ხოცვა-ჟლეტვა მოჰყვა. სირიელი აქტივისტებისა და გაეროს საერთაშორისო დამკვირვებლების ინფორმაციით, ჰოულაში 93 კაცი, მათ შორის 32 ადამიანი დაიღუპა. დასავლეთისა და არაბული ლიგის ქვეყნებმა ჰოულას ტრაგედიას „სასაკლაო“ უწოდა. სირიის მთავრობა ჰულაში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას "ტერორისტებს" აკისრებს და აცხადებს, რომ იძიებს ინცინდენტს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და გაეროს სპეციალურმა წარგზავნილმა კოფი ანანმა განაცხადეს, რომ სირიის არმიამ უნდა შეწყვიტოს მძიმე ტექნიკის გამოყენება და ძალადობა. სირიის განმათავისუფლებელმა არმიამ ჰოულას ტრაგედიის შემდეგ განაცხადა, რომ უარს ამბობს გაეროს შუამავლობით შემუშავებული სამშვიდობო გეგმაზე, სანამ საერთაშორისო საზოგადოება არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს სირიის მთავრობის წინააღმდეგ.
ყველაზე პოპულარული
1