Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის განათლების მინისტრი პაკისტანს სთხოვს, გზა გაუხნას სასკოლო მასალის ტრანსპორტს


ავღანეთის განათლების სამინისტრო პაკისტანს სთხოვს, კვლავ გახსნას ავღანეთისკენ მიმავალი სატრანსპორტო გზა, რათა ავღანეთის სკოლის მოსწავლეთათვის გამიზნული ოთხმილიონნახევარმა სახელმძღვანელომ ადრესატს მიაღწიოს. სამინისტროს თანახმად, პაკისტანის ნავსადგურ კარაჩიში ტვირთების შეჩერებამ გამოიწვია სასკოლო სახელმძღვანელოების დეფიციტი. ავღანეთში სკოლები სასწავლო წელს აპრილში იწყებენ. განათლების სამინისტროს საჯანო განყოფილების წარმომადგენელი, ათაჰულა ვაჰედიარი წუხილს გამოთქვამს, რომ ამ საქმემ პოლიტიკური ელფერი შეიძინა ნატოსა და პაკისტანს შორის დაძაბულობის გამო. ალიანსსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობა გაფუჭდა, როცა ნატროს ავიაციამ შარშან სასაზღვრო ინციდენტის დროს 24 პაკისტანელი სამხედრო დახოცა. მას მერე პაკისტანმა გადაკეტა ნატოს ჯარის მომარაგების მის ტერიტორიაზე გამავალი გზები.
XS
SM
MD
LG