Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში მიწისძვრას ისევ მოჰყვა მსხვერპლი


იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, რვა ადამიანი. მიწისქვეშა ბიძგები, რომელთა სიმძლავრეც 5,8 იყო, ცხრა დღეში მოჰყვა იტალიის იმავე, ჩრდილოეთში მდებარე რეგიონში მომხდარ მიწისძვრას. ქალაქ მოდენის პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებიდან სამის სიცოცხლე შეიწირა საწარმოს დანგრევამ. იტალიის ცენტრალურ მთავრობას ჯერ არ დაუდასტურებია ინფორმაცია დაღუპულების რაოდენობაზე. დღევანდელმა მიწისძვრამ დაანგრია შენობები, რომლებიც დაზიანებული იყო იმავე რეგიონში 20 მაისის ბიძგების შედეგად. 20 მაისს სტიქიურმა უბედურებამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG