საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ლატვიას. სამშაბათს იგი რიგაში შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშს. სააკაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობისა და საერთო ევროპული ღირებულებების მნიშვნელობაზე. დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკების დასრულებისთანავე, მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. დღესვე ლატვიის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს გადასცა ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, სამი ვარსკვლავის ორდენი.
ყველაზე პოპულარული
1