Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის სასამართლომ ასანჟის ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო


ვიკილიკსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი შესაძლოა ექსტრადირებული იყოს შვეციაში, სადაც მას ელოდება დაკითხვა სექსუალური დანაშაულის გამო. ოთხშაბათს ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ექსტრადიციის შესახებ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ასანჟის აპელაციის წინააღმდეგ შვიდიდან ხუთმა მოსამართლემ მისცა ხმა. ამგვარად ასანჟს აღარ რჩება ბრიტანეთში აპელაციის უფლება. შვეციაში ასანჟს ბრალს დებენ სექსუალურ დანაშაულში. თავად ვიკლიკსის დამფუძნებელი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG