Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გამოცხადდა მეოთხე ტენდერი ენერგოსექტორის განვითარებისათვის


ერაყში გამოცხადდა რიგით მეოთხე ტენდერი, რომელშიც ათობით ფირმა შეეცდება მოიპოვოს უფლება ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარების თაობაზე გამოცხადებული კონტრაქტის მოსაპოვებლად. განსხვავებით წინა სამი ტენდერისა, რომლებიც 2003 წლის შემდეგ იყო გამოცხადებული და რომლებშიც ფირმებს უკვე არსებული საბადოებზე პროდუქციის გაზრდა მოეთხოვებოდათ, ამჟამინდელი ტენდერის მთავრი მიზანია 12 გადაუმუშავებელ საბადოზე კვლევების ჩატარება. მათი უმრავლესობა ერაყის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებში მდებარეობს. შვიდ საბადოში წინასწარი ვარაუდით ბუნებრივი აირის მარაგები უნდა იყოს, ხუთში კი ნავთობი. ორდღიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად რეგისტაცია 47 კომპანიამ გაიარა.
XS
SM
MD
LG