ირლანდიაში მიმდინარეობს რეფერენდუმი ევროკავშირის ხელშეკრულებაზე, რომლის მიზანი ევროზონის პრობლემების მოგვარება და საბიუჯეტო დისციპლინის გამკაცრებაა. ირლანდია ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც მსგავსი დოკუმენტის ამოქმედებას რეფერენდუმის ჩატარება და ამომრჩეველთა მინიმუმ 60%-ის მხარდაჭერა სჭირდება. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ირლანდიის მოქალაქეები მხარს დაუჭერენ ევროკავშირის პაქტს, რომელიც სანქციებს აწესებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ბიუჯეტის დაბალანსებას ვერ შეძლებენ და თუკი ხელშეკრულებით დადგენილ ზღვარს გასცდება მათი სახელმწიფო ვალი. ირლანდიამ ევროკავშირისგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან უკვე მიიღო 106 მილიარდი დოლარი ფინანსური დახმარების სახით. ირლანდიის მთავრობამ გააფრთხილა ამომრჩევლები, რომ რეფერენდუმის უარყოფითი შედეგით დასრულების შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგება ირლანდიის მიერ მორიგი ფინანსური დახმარების მიღების საკითხი.
ყველაზე პოპულარული
1