Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდია ევროკავირის საფინანსო პოლიტიკას უყრის კენჭს


ირლანდიაში მიმდინარეობს რეფერენდუმი ევროკავშირის ახალი საფინანსო ხელშეკრულების შესახებ. კენჭისყრა გაარკვევს, ემხრობა თუ არა ამ ქვეყნის მოსახლეობა ევროზონის განსამტკიცებლად დაგეგმილ ზომებს. ირლანდია ევროკავშირის ერთადერთი წევრია, რომლის კონსტიტუცია მოითხოვს ამგვარი ხელშეკრულებების რეფერენდუმებზე დამტკიცებას. წინასწარი გამოკითხვებით, ირლანდიელთა უმეტესობა მიემხრობა პაქტს, რომელიც წევრებისთვის ითვალისწინებს ჯარიმებს, თუ ვერ დაიცავენ საბიუჯეტო ბალანსს. ირლანდიის მთავრობამ გააფრთხილა ხმის უფლების მქონე სამი მილიონი მოქალაქე, რომ თუ უარს ეტყვიან ხელშეკრულებას, ვერ მიიღებენ საერთაშორისო კრედიტს. ირლანდიამ უკვე აიღო 106 მილიარდ დოლარიანი ვალი-დახმარება ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან.
XS
SM
MD
LG