Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა პალესტინელებს გადასცა 91 ექსტრემისტის გვამები


ისრაელმა პალესტინელების ხელმძღვანელობას გადასცა 91 ექსტრემისტის გვამები. ცნობების თანახმად, საქმე ეხება პირებს, რომლებიც დახოცეს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებისას. დაღუპულთა შორის არიან თვითმკვლელი თავდამსხმელები და ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული ექსტრემისტები. ამასთან, ზოგ შემთხვევაში საქმე ეხება 40 წლის წინანდელი ინციდენტების მსხვერპლს. დაღუპულები დამარხული ჰყავდათ ისრაელის სამხედრო სასაფლაოზე. პალესტინელები მათ გმირებად მიიჩნევენ მაშინ, როცა ისრაელისათვის ისინი ტერორისტები არიან. ისრაელის მთავრობა გვამების გადაცემას მოიხსენიებს ჰუმანიტარულ ჟესტად, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG