Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი მინსკში შეხვდა ლუკაშენკოს


მინსკში გაიმართა ბელორუსიისა და რუსეთის პრეზიდენტების, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკება. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ კომუნიკეში ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას აკავშირებს „სტრატეგიული ურთიერთობა“ სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად. ეს დოკუმენტი ხელმოწერილია 1999 წლის დეკემბერში. ვლადიმირ პუტინი ხუთშაბათს საღამოს ჩავიდა ბელორუსიაში - უცხოეთში თავისი პირველი ვიზიტით, რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით ინაუგურაციის შემდეგ. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ორი ლიდერის მოლაპარაკების თემები იყო, პირველ რიგში, ეკონომიკური თანამშრომლობა და საბაჟო კავშირის განვითარება. პუტინი ბელორუსიიდან გაემგზავრება გერმანიაში, შემდეგ კი საფრანგეთში.
XS
SM
MD
LG