Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანც ბეკენბაუერმა კონტრაქტი გააფორმა „გაზპრომთან“


ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ფრანც ბეკენბაუერი კომპანია „გაზპრომის“ ინტერესებს დაიცავს. ამის შესახებ იუწყება გერმანიის საინფორმაციო სააგენტო DPA ბეკენბაუერის სამენეჯმენტო კომპანიისა და "გაზპრომის" აღმასრულებელი დირექტორის, ალექსეი მილერის განცხადებებზე დაყრდნობით. 66 წლის ბეკენბაუერი რუსეთის წარმომადგენელია სპორტის საკითხებში და რუსეთის გაზის მწარმოებელთა ორგანიზაციისათვის (RGO) იზრუნებს მასშტაბური სპორტული ღონისძიებების პრომოუშენზე. RGO-ს „გაზპრომი“ ხელმძღვანელობს. „გაზპრომთან“, რომელიც სპონსორობას უწევს გერმანიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგის კლუბ „შალკე 04“-ს, კონტრაქტი აქვს გაფორმებული გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერსაც.
XS
SM
MD
LG