რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს მოკლე ვიზიტებით სტუმრობს გერმანიასა და საფრანგეთში. ამ ორი ქვეყნის ლიდერებთან მოლაპარაკებების მთავარ თემებად სახელდება ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და სირიის კონფლიქტი. დღევანდელი ვიზიტებით პუტინი აგრძელებს უცხოეთში თავის პირველ ტურნეს მას შემდეგ, რაც 7 მაისს მესამე ვადით შეუდგა რუსეთის პრეზიდენტად მუშაობას. ის ჯერ ბელორუსიას ესტუმრა, სადაც ხუთშაბათს შეხვდა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს.
ყველაზე პოპულარული
1