Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში მოხდა შეტაკება ნატოს ჯარისკაცებსა და სერბების ჯგუფს შორის


ცნობების თანახმად, სულ ცოტა, სამი კოსოვოელი სერბი და ნატოს ერთი ჯარისკაცი დაშავდნენ შეტაკებაში, რომელიც დღეს მოხდა ჩრდილოეთ კოსოვოში, როცა ნატოს ჯარისკაცებმა სცადეს ბეტონის ბლოკებისაგან გაეთავისუფლებინათ ხიდზე გამავალი გზა. როგორც იუწყებიან, ნატოს ჯარისკაცებმა საკონტროლო-გამშვები პუნქტი აღმართეს და ხიდიდან ბეტონის ბლოკების აღება დააპირეს, როცა მათ დაუპირისპირდა ასობით სერბი. თვითმხილველები ამბობენ, რომ დემონსტრანტები ქვებს ისროდნენ, ზოგს იარაღიც ჰქონდა, ხოლო ნატოს ჯარსიკაცებმა ცრემლმდენი გაზი და მსუბუქი იარაღი გამოიყენეს. ეთნიკური სერბები, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ ჩრდილეოთ კოსოვოში, უარს ამბობენ სერბიისაგან კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. მათ ბარიკადები აღმართეს მთავარ საავატომობილო გზებზე, კოსოვოს ხელისუფლების მოქმედების შესაზღუდად.
XS
SM
MD
LG