გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია და რუსეთი მხარს უჭერენ სირიაში კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარებას. მერკელმა ამ შინარსის განცხადება გააკეთა დღეს ბერლინში, სადაც შეხვდა ვიზიტად მყოფ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. პუტინი გერმანიაში ვიზიტით აგრძელებს უცხოეთში თავის პირველ ტურნეს, რუსეთის პრეზიდენტად მესამე ვადით ინაუგურაციის შემდეგ. მან ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა საერთაშორისო ძალისხმევას სირიაში ძალადობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ბერლინის შემდეგ პუტინი ჩადის პარიზში, საფრანგეთის ახალ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შესახვედრად. უცხოეთში თავისი ტურნე მან ბელორუსიაში ვიზიტით დაიწყო, იქ ხუთშაბათს შეხვდა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს.
ყველაზე პოპულარული
1