Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბთა ლიგა გაეროს მოქმედებისკენ მოუწოდებს


არაბთა ლიგის თავმჯდომარემ, ნაბილ ალ-არაბიმ განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს გაუგზავნა წერილი, სადაც ის მოუწოდებს საბჭოს, სირიის ხალხის დასაცავად მიმართოს ყველა ზომას: ალ-არაბიმ ეს დოჰაში განაცხადა. იქ მიმდინარეობს შეხვედრა, რომელიც სირიას, იქ ახლახან მომხდარ ხოცვა-ჟლეტას შეეხება. სირიის უცხოეთში მოქმედი ყველაზე დიდი ოპოზიციური ჯგუფის თავმჯდომარემ, ბურჰან ღალიუნმა განაცხადა, რომ ის მიესალმებოდა არაბთა ლიგის ქვეყნების სამხედრო აქციას სირიაში, რათა დასრულდეს სამთავრობო ძალების თავდასხმა მეამბოხეებსა და სამოქალაქო პირებზე. დოჰაში მყოფმა კოფი ანანმა, გაეროს და არაბთა ლიგის წარგზავნილმა სირიაში, განაცხადა, რომ ომის საფრთხე სირიაში სულ უფრო იზრდება. გაეროს უზენაესმა კომისარმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ნავი პილაიმ განაცხადა, რომ სირიაში მძიმე დანაშაულების ჩამდენები პატიებას არ უნდა ელოდნენ.
XS
SM
MD
LG