Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინში დაიწყო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი


ჩინეთის დედაქალაქი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს მასპინძლობს. სამიტი ორ დღეს გასტანს. მთავარ განსახილველ საკითხებს შორის არის უსაფრთხოება შუა აზიაში და ვითარება ავღანეთში. რუსეთს სამიტზე პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წარმოადგენს. სამიტზე იმსჯელებენ აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარების პრიოექტზეც. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 2001 წელს შეიქმნა და მისი წევრები არიან: ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. პეკინის სამიტში სტუმრის სტატუსით მონაწილეობენ - ავღანეთის, ინდოეთის, ირანის, მონღოლეთისა და პაკისტანის ლიდერები.
XS
SM
MD
LG