პაკისტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა ქალაქ ქუეტაში, რელიგიურ სასწავლებელთან მოწყობილი აფეთქების შედეგად. როგორც პოლიციის წარმომადგენელმა უთხრა ჟურნალისტებს, ბომბი ხუთშაბათს აფეთქდა მედრესესთან, როცა შენობაში მიმდინარეობდა სკოლის დამამთავრებელი ცერემონია. დაღუპულებთან ერთად არიან დაჭრილებიც - 20-მდე ადამიანი. კუეტა არის დედაქალაქი ბელუჯისტანის პროვინციისა, სადაც ბელუჯი სეპარატისტი მეამბოხეები 2004 წლიდან იბრძვიან პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნით. ისინი მოითხოვენ აგრეთვე მეტ წილს პროვინციის მდიდარი ბუნებრივი რესურსებიდან. რეგიონში აქტიურობენ თალიბანის მოკავშირე ისლამისტი ექსტრემისტებიც.
ყველაზე პოპულარული
1