Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე განხორციელდა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების ინიცირება


ევროკავშირის წევრი სახელმწოფოების მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, არჩევნებში მონაწილეობას ევროკავშირის ქვეყნების პასპორტით შეძლებენ. საარჩევნო კოდექსში შესატანი შესაბამისი ცვლილების ინიცირება დღეს მოხდა საქართველოს პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე. კანონპროექტით, საარჩევნო კოდექსი შესაბამისობაში მოდის საკონსტიტუციო ცვლილებასთან, რომლითაც "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევა. საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტით, საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის მოწმობის ნაცვლად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები არჩევნებში ამ ქვეყნების პასპორტს გამოიყენებენ.
XS
SM
MD
LG