Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა და ავღანეთმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას


ჩინეთისა და ავღანეთის პრეზიდენტებმა დღეს მოაწერეს ხელი თანამშრომლობის შეთანხმებას. ერთობლივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ჩინეთი თავის მეზობელს 24 მილიონ დოლარს გამოუყოფს, აგრეთვე დაეხმარება არაერთ სფეროში, მათ შორის - საზღვრის დაცვისა და დაავადებათა კონტროლის საკითხებში. ამის საპასუხოდ, ავღანეთი კიდევ ერთხელ აღიარებს ჩინეთის იურისდიქციას სინიანის რეგიონზე, სადაც მუსულმან უიღურთა უმცირესობა ცხოვრობს. ჩინეთმა, რომელიც აპირებს წამყვანი როლი ითამაშოს ავღანეთში ნატოს ძალების გასვლის შემდეგ, უკვე დაიბევა უფლება ავღანეთის ნავთობისა და მინერალურ რესურსებზე, რომელთა ღირებულება, როგორც ვარაუდობენ 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.
XS
SM
MD
LG