Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური უწყება და ირანი მორიგ მოლაპარაკებას მართავენ


ვენაში იმართება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსა და ირანის მორიგი მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე. სავარაუდოდ, ატომური ენერგეტიკის სააგენტო ირანს მოუწოდებს, დაეთანხმოს წინადადებას, რომ გაეროს ექსპერტებს მიეცეს საშუალება, დაათვალიერონ ობიექტები, რომლებსაც ირანი შესაძლოა, იყენებდეს ატომური იარაღის დასამზადებლად. ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა, ურანის გამდიდრების ჩათვლით, ემსახურება მშვიდობიან მიზნებს და არ მოიცავს შეიარაღების კომპონენტს. დღევანდელი მოლაპარაკება წინ უსწრებს 18-19 ივნისისთვის მოსკოვში დაგეგმილ შეხვდერას: მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის - შეერთებული შტატების, ჩინეთის, რუსეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მოლაპარაკებას ირანთან, მის ბირთვულ პროგრამაზე.
XS
SM
MD
LG