სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და მთავრობას დაკარგული აქვს კონტროლი ქალაქების დიდ ნაწილებზე - უთხრა გაეროს მშვიდობისმყოფელების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო ასეთ ოფიციალურ შეფასებას აძლევს სირიაში მიმინდინარე მოვლენებს. მისი კომენტარი მოჰყვა ინციდენტს, როდესაც გაეროს მონიტორებს თავს დაესხნენ მაშინ, როდესაც ისინი ალყაშემორტყმულ ქალაქ ჰაფაში შესვლას ცდილობდნენ. მანამდე ამერიკამ განაცხადა, რომ რუსეთი სირიას აწვდის საბრძოლო ვერტმფრენებს და გაფრთხილება გამოთქვა, რომ 15 თვიანb კონფლიქტი სირიაში შეიძლება დრამატულად გამძაფრდეს. რუსეთი ამტკიცებს, რომ სირიისათვის ტვირთის მიწოდება იქ მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებული არ არის.
ყველაზე პოპულარული
1