Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უწყებათშორისი კომისია სოციალური დახმარებების შესახებ რეკომენდაციას იძლევა


თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათშორისმა კომისიამ დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ სოციალური დახმარებების შეჩერების ცალკეულ შემთხვევებზე და სავარაუდო მოტივად მოქალაქეთა პოლიტიკურ აქტივობას ასახელებენ. კომისიის განმარტებით, ცალკეულ შემთხვევებში სოციალური დახმარების შეწყვეტის ფაქტი საერთოდ არ დასტურდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი არსებობდა ლეგიტიმური საფუძველი. თუმცა, უწყებათშორისი კომისიის განცხადებით, იმისათვის, რომ გამოირიცხოს შემდგომი ინსინუაციები შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას, წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩეროს სოციალური დახმარების ბაზაში უკვე დარეგისტრირებულ მოქალაქეთა მდგომარეობის გადამოწმება და შეისწავლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები საკამათოდ მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG