Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ხუხაშვილის სახლში სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს


ეკონომიკის საკითხების ექსპერტი გია ხუხაშვილი მის სახლში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას "არსებული ხელისუფლების აგონიის ერთ-ერთ გამოხატულებად მიიჩნევს და სისტემური სიმახინჯის მაგალითად აფასებს , - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსი” წერს. გუშინ, საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამაღლების ქ. N12-ში, გია ხუხაშვილის მეზობლის სახლში, სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ის აღნიშნულ მისამართზე მარტო ცხოვრობს, ფაქტობრივად არ საუბრობს. "განსაკუთრებულს ვერაფერს გაიგებდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ რასაც ტელევიზორში ვლაპარაკობ, იმას ვლაპარაკობ ყველგან. ეს არის აგონიის ერთ-ერთი სინდრომი და სისტემური სიმახინჯის ერთ-ერთი მაგალითი", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
XS
SM
MD
LG