Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი დავობენ სირიის საკითხზე


შეერთებული შტატები და რუსეთი ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ სირიაში ძალადობასთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ისევ დაადანაშაულა მოსკოვი სირიაში ვითარების გაუარესებაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისათვის სამხედრო ვერტმფრენების გაგზავნით. კლინტონმა გამოთქვა იმედგაცრუება იმის გამო, რომ რუსეთის მიერ იგნორირებულია მოწოდება სირიასთან სამხედრო კავშირების გაწყვეტისაკენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი კი უარყოფს ვერტმფრენების შესახებ ბრალდებას და განმარტავს, რომ სირიისთვის იარაღის მიწოდება უკავშირდება ადრე გაფორმებულ კონტრაქტებს და რომ მიწოდებული აღჭურვილობა განკუთვნილია მხოლოდ ანტისაჰაერო თავდაცვისათვის. თავის მხრივ, ლავროვმა დაადანაშაულა შეერთებული შტატები, რომ ის მეამბოხეებს ამარაგებს იარაღით. კლინტონი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG