Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიის ქალაქ ზარიაში ორი აფეთქება მოხდა


ნიგერიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ზარიაში დღეს ორი აფეთქება მოხდა. ჯერჯერობით არ მოიპოვება ცნობები მსხვერპლის შესახებ. ცნობილია, რომ სულ ცოტა ერთი აფეთქება ეკლესიის მახლობლად მოხდა. განვლილ კვირაში რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ ორი თავდასხმა მოაწყო ქრისტიანულ ეკლესიებზე. დაიღუპა შვიდი ადამიანი. მანამდე ეკლესიების მახლობლად მომხდარ მრავალრიცხოვან აფეთქებებს, რომლებისთვისაც პასუხისმგებლობა ამ დაჯგუფებამ იკისრა, ასობით ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG