Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: ”შესაძლოა, ზაზა ჭელიძის დაკავება ხელისუფლების პროვოკაციის შედეგი იყოს”


კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ შსს-ს მიერ გუშინ, მის თანამებრძოლებზე გავრცელებული მასალები ხელისუფლების პროვოკაციის შედეგი იყოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე ზაზა ჭელიძემ პოლიციელი ლაშა კურტანიძე მოისყიდა და პოლიციელების განწყობების და შეხვედრების ფარული გადაღება მოსთხოვა. ჩანაწერის სანაცვლოდ, ჭელიძემ კურტანიძეს კონვერტი გადასცა, რომელშიც 3 ათასი დოლარი იყო და რომელიც "ქართული ოცნების" წევრ ირაკლი სესიაშვილისგან მიიღო. ჩვენებაში ჭელიძე ყვება, რომ კურტანიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი სესიაშვილს გადასცა. შსს-ს ინფორმაციით, კურტანიძე ჩაერთო ოპერატიულ ღონისძიებებში, მოახერხა ზაზა ჭელიძის ჩაწერა, თუმცა, შემდეგ ჯერზე მან ჭელიძე გააფრთხილა და მიიმალა. ზაზა ჭელიძე დაკავებულია, ლაშა კურტანიძე კი ძებნაშია. კურტანიძის მეუღლე გამოძიებამ 17 ივნისს დაკითხა.
XS
SM
MD
LG