Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გრძელდება მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


მოსკოვში მეორე დღეა, მიმდინარეობს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობენ ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის - აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის - წარმომადგენლები. ორშაბათს საღამოს გაკეთებული განცხადებებით, მხარეებს არ მიუღწევიათ საგულისხმო წინსვლისათვის, რადგან არ სურთ საკუთარი პოზიციების დათმობა. მოსკოვის შეხვედრამდე, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ წარუმატებელი მოლაპარაკებები ჩატარდა სტამბულში და ბაღდადში. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და რომ მას აქვს ურანის გამდიდრების უფლება. მაგრამ უცხოეთში შიშობენ, რომ ირანი შესაძლოა, ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდეს.
XS
SM
MD
LG