პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
საუბრის დახურულ კარს მიღმა გაგრძელებამდე ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატებს განუმარტა, რომ მის პოლიტიკურ საქმიანობასთან ”გლობალ TV”-ის არანაირი კავშირი არა აქვს და კომპანიით სამართალდამცავები მხოლოდ იმიტომ დაინტერესდნენ, რომ ერთ-ერთი მესაკუთრე მისი ძმაა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ”გლობალ TV” შვიდ წელზე მეტია არსებობს და მხოლოდ კომერციულ საქმიანობას ეწევა.
შეხვედრას ესწრებიან აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.