Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელები პუტინს სთხოვენ დახმარებას სამშვიდობო მოლაპარაკების ჩიხიდან გამოსაყვანად


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პალესტინელების ტერიტორიაზე, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ვიზიტისას შეხვდა პალესტინელების ლიდერს, მაჰმუდ აბასს, რომელმაც მას მოუწოდა, ხელი შეუწყოს ისრაელთან მოლაპარაკების ჩიხიდან გამოყვანას. ორშაბათს პუტინი იერუსალიმში შეხვდა ისრაელის ლიდერებს. მაჰმუდ აბასთან საუბრის შემდეგ პუტინმა ის შეაქო ისრაელთან მოლაპარაკებაში „პასუხისმგებლობით აღსავსე“ პოზიციისათვის. პუტინმა განაცხადა, რომ გაუმართლებელია ცალხმრივი წესით ქმედება კონფლიქტში, თუმცა არ უთქვამს, კონკრეტულად რას გულისხმობს. პუტინმა აღნიშნა ასევე, რომ რუსეთისათვის პრობლემა არ იქნებოდა მომავალი პალესტინური სახელმწიფოს აღიარება.
XS
SM
MD
LG