პაკისტანის უშიშროების სამსახურის თანახმად, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მეამბოხეთა საყრდენ პუნქტს ესროლა და, სულ ცოტა, ოთხი მეამბოხე მოკლა. კიდევ ორი მეამბოხე დაიჭრა. თავდასხმა მოხდა შავალის რაიონში, სამხრეთ ვაზირისტანში, სადაც თალიბანი და ალ-ყაიდა აქტიურობენ. თავდასხმა მოხდა ისლამაბადის მოთხოვნის მიუხედავად, შეწყდეს საჰაერო რეიდები. პაკისტანი თვლის, რომ ასეთი შეტევები ხელყოფს მის სუვერენიტეტს.
ყველაზე პოპულარული
1