სირიაში გრძელდება შეტაკებები მთავრობის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა აღიარა, რომ ქვეყანა „ომის მდგომარეობაშია“ და ახალ მთავრობას დაავალა, მთელი ძალისხმევა მიმართოს ამბოხების ჩასახშობად. დღეს, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა მთავრობის მხარდამჭერ სატელევიზიო სადგურზე თავდასხმის შედეგად. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ "იხბარიის" ტელევიზიაში დამასკის სამხრეთით, 20-მდე კილომეტრში მდებარე ქალაქ დრუშაში. ამ წყაროს ცნობით, დაღუპულებს შორის სამი ჟურნალისტია.
ყველაზე პოპულარული
1