Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები ფინალშია


პოლონეთსა და უკრაინაში მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე გამოვლინდა პირველი ფინალისტი - ესპანეთის ეროვნული გუნდი. უკრაინის ქალაქ დონეცკში გამართულ ნახევარფინალურ მატჩში ესპანელებმა 120-წუთიანი უგოლო ორთაბრძოლის შემდეგ 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში აჯობეს პორტუგალიის ნაკრებს - 4:2. ფინალურ შეხვედრაში ესპანელთა მეტოქე გამოვლინდება ხუთშაბათს ვარშავაში, სადაც გაიმართება მეორე ნახევარფინალური მატჩი - გერმანია-იტალია.
XS
SM
MD
LG