Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოსა და სერბიის საზღვარზე შეტაკება მოხდა


ხუთშაბათს, კოსოვოსა საზღვარზე სერბიასთან, კოსოვოს პოლიციასა და სერბებს შორის შეტაკება მოხდა. სერბები ცდილობდნენ აღნენიშნათ ისტორიული დღე, „კოსოვოს ველზე“ ბრძოლის თარიღი. შეტაკებისას დაშავდა 50-მდე ადამიანი ორივე მხარეს. ბრძოლა სერბების ერთიან ლაშქარსა და თურქეთის სულთანის არმიას შორის 1389 წელს გაიმართა კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინიდან ხუთ კილომეტრში. ბელგრადი კოსოვოს, მისი ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ოლქმა სერბიისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG