Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ დაგმო ძალადობა კოსოვოში


გაერომ დაგმო კოსოვოში ძალადობა, კერძოდ კი თავდასხმები ავტობუსებზე, რომლებშიც სერბი ეროვნების ბავშვები იმყოფებოდნენ. გაეროს წარმომადგენელმა კოსოვოში, ფარიდ ზაფირმა, სიმშვიდისკენ მოწოდება გამოთქვა და ხელისუფლება გააფრთხილა, გამოიძიოს ხუთშაბათს მომხდარი ძალადობის ფაქტები. ორი ავტობუსი, რომელშიც 70-მდე სერბი იმყოფებოდა, მიემართებოდა ისტორიული ადგილისკენ, პრიშტინის მახლობდა მდებარე გაზიმესტანში, როცა პოლიციამ ისინი გააჩერა და უკან დაბრუნება მოთხოვა მიზეზით, რომ არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. შეტაკების დროს დაშავდა 50 ადამიანი. ძალადობა დაგმო ნატომაც, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ავტობუსში შეაგდეს ბოთლი თვითაალებადი სითხით, ეგრეთწოდებული „მოლოტოვის კოკტეილი“. კოსოვოს პრეზიდენტმა, ატიფეტე იაჰიაგამ, დადო პირობა, რომ მომავალში ყველა ასეთ ჯგუფს შეაჩერებდა, დაადანაშაულა რა ისინი კოსოვოს უშიშროების ხელყოფაში.
XS
SM
MD
LG