Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანანი ზესახელმწიფოებს შეთანხმებისკენ მოუწოდებს


საერთაშორისო წარგზავნილმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ მსოფლიო ზესახელმწიფოებს დაეკისრება პასუხისმგებლობა სირიაში მსხვერპლის რიცხვის ზრდის გამო, თუკი ვერ მოხერხდება იმის თაობაზე შეთანხმება, როგორ მოეღოს ბოლო ქვეყანაში მიმდინარე სისხლისღვრას. დღეს ჟენევაში, სირიასთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეხვედრაზე გამოსვლისას ანანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი უთანხმოებები არ გადაილახება, სირიის კონფლიქტი შეიძლება საერთაშორისოში გადაიზარდოს. შეხვედრის მონაწილეები ცდილობენ, ერთიანი პოზიცია შეიმუშაონ სირიის მიმართ ახალი პოლიტიკური გეგმის თაობაზე. საქმე ეხება გარდამავალი მთავრობის შექმნას, რაც, ფაქტობრივად, ხელისუფლებიდან პრეზიდენტ ბაშარ ასადის ჩამოშორების ტოლფასი იქნება.
XS
SM
MD
LG