Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა დაბომბა ქურთი მეამბოხეების სამალავები ერაყში


თურქეთის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ქურთი მეამბოხეების სამალავები ჩრდილოეთ ერაყში. განცხადებაში ნათქვამია, რომ სავარაუდო მეამბოხეების სამი ობიექტი დაიბომბა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში დაადგინეს, რომ მათ იყენებდა ქურთისტანის მუშათა პარტია. განცხადებაში არ არის მოყვანილი ინფორმაცია მსხვერპლის რაოდენობის შესახებ. ქურთისტანის მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ თურქეთი და ბევრი სხვა ქვეყანა.
XS
SM
MD
LG