Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა გადაეგზავნა


პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა გადაუგზავნა. მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებები შევა: შინაგან საქმეთა მინისტრი თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გახდება. მის ადგილს განათლების უკვე ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაიკავებს, ხოლო განათლების მინისტრი კი ხატია დეკანოიძე გახდება, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, კობა სუბელიანს შეცვლის დალი ხომერიკი, რომელიც აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში განათლებისა და კულტურის მინისტრად მუშაობდა. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინა მთავრობის ახალი პროგრამაც, რომელიც სამ ძირითად პრიორიტიტეტს მოიცავს - დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვის სფერო
XS
SM
MD
LG