Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი ხვალიდან მოხსნის ნატოს ტვირთებზე ბლოკადას


5 ივლისიდან ნატოს სატვირთო მანქანები განაახლებენ პაკისტანის გავლით ავღანეთისკენ გადაზიდვებს. პაკისტანის ხელისუფლებამ შვიდთვიანი ბლოკადის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ”გულწრფელი თანაგრძნობა” გამოუცხადა პაკისტანს გასული წლის ნოემბერში აშშ-ის წარუმატებელი საჰაერო თავდასხმის შედეგად 24 პაკისტანელი ჯარისკაცის დაღუპვის გამო. ამ ინციდენტის შემდეგ ისლამაბადმა ნატოს ტვირთების პაკისტანის გავლით გადაზიდვა აკრძალა და მარშრუტის ხელახლა გახსნის პირობად ვაშინგტონისგან ბოდიშის მიღება დაასახელა. პაკისტანის მიერ გამოცხადებულმა ბლოკადამ იძულებული გახადა ნატო უფრო გრძელი, ჩრდილოეთის მარშრუტის გამოყენებით მოემარაგებინა თავისი ძალები ავღანეთში, კერძოდ - რუსეთისა და შუა აზიის გავლით. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნატოს სატვირთო მანქანები ოთხშაბათს გადაკვეთენ პაკისტანი-ავღანეთის საზღვარს. პაკისტანის თალიბანი იმუქრება, რომ თავდასხმებს მოაწყობს ნატოს ტვირთებზე.
XS
SM
MD
LG