Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში მსხვერპლით დასრულდა ბინიდან გამოსახლების მცდელობა


გერმანიის პოლიციის ცნობით, ხუთი ადამიანი, მათ შორის შეიარაღებული პირი დაიღუპა სროლისას, რომელიც დღეს მოჰყვა ბინიდან გამოსახლების მცდელობას. ინციდენტი მოხდა სამხრეთში მდებარე ქალაქ კარლსრუეში. საინფორმაციო სააგენტო dpa-ს ცნობით, მამაკაცმა, რომელიც უნდა გამოესახლებინათ, მძევლები აიყვანა. ჯერ არ არის ცნობილი, რა მოხდა მის ბინაში, ვიდრე იქ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრებოდა. დაღუპულებს შორის არიან სასამართლო აღმასრულებელი და მისი თანხმლები პირი, ისევე როგორც შეიარაღებული პირი, რომელიც უნდა გამოესახლებინათ.
XS
SM
MD
LG