Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ხაჩიძე: ლილოს დასახლებაში გარემო ამ დროისათვის სრულიად უსაფრთხოა


ლილოს დასახლებაში გარემო ამ დროისათვის სრულიად უსაფრთხოა - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა გიორგი ხაჩიძემ. მისივე თქმით, გაჟონვის ადგილას ქლორის სუნი ამჟამადაც იგრძნობა, თუმცა, ეს ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის შემდეგ ჰაერი რამდენჯერმე შემოწმდა და მოსახლეობას რაიმე საფრთხე არ ემუქრება. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ქლორის გაჟონვის ადგილის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან და სავაჭრო ობიექტებიდან მოქალაქეებმა თაბრუსხვევის, ყელის ტკივილისა და სხვა სიმპტომების გამო, დღესაც რამდენჯერმე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, თუმცა არცერთი მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.
XS
SM
MD
LG