Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პარლამენტმა დაიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა


რუმინეთის პარლამენტში დაიწყო პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ, რაც გუშინ მოხსნეს პარლამენტის სპიკერები და შეზღუდეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება. მმართველი კოალიციის, სამი პარტიისაგან შემდგარი ლიბერალურ-სოციალური კავშირის წევრი დეპუტატების მოთხოვნით, იმართება საგანგებო სხდომა მემარჯვენე-ცენტრისტი პრეზიდენტის გადაყენებაზე დებატების ჩასატარებლად. რუმინეთის მემარცხენე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას კაბინეტმა უკვე გამოუშვა განკარგულება, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ეკრძალება პარლამენტის გადაწყვეტილებების შეფასება. ამ ნაბიჯით მმართველ უმრავლესობას გზას ეხსნება პრეზიდენტ ბასესკუს იმპიჩმენტისათვის. ევროკავშირი და შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ რუმინეთში, მათი შეფასებით, დემოკრატიაზე თავდასხმის გამო.
XS
SM
MD
LG