Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში ბოლო 60 წლის მანძილზე პირველი თავისუფალი არჩევნები ტარდება


ლიბიაში დღეს ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველი თავისუფალი არჩევნები ტარდება. 2,7 მილიონამდე ამომრჩეველი ირჩევს 200 წევრიან საკრებულოს - რომელიც, თავის მხრივ, ახალ მთავრობას შექმნის და ქვეყნის ახალ კონსტიტუციას დაწერს. კენჭისყრაში მონაწილე 3,700 პირს შორის უმრავლესობას ისლამისტური პროგრამის მქონე კანდიდატები შეადგენენ, თუმცა არიან სეკულარული პლატფორმის მქონე პირებიც. გავრცელებული ცნობებით, ტრიპოლიში ამომრჩეველი აქტიურობს. ამასთან, არის ინფორმაცია ქვეყნის აღმოსავლეთში საბოტაჟის შემთხვევების შესახებ - რის გამოც 101 უბანზე არჩევნები ვერ ტარდება. ბოლო პერიოდში კენჭისყრის ბოიკოტირების შესახებ მოწოდებები ქალაქ ბენღაზის სიახლოვეს ისმოდა - რომელიც ჩივის, რომ ტრიპოლიში განთავსებული დროებითი მთავრობა მის უგულებელყოფას ახდენს. პარასკევს ბენღაზიში ასობით პირმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის შესახებ, რომ ქვეყნის აღმოსავლეთის რეგიონებს საკრებულოში მხოლოდ 60 ადგილი გამოეყოთ, დასავლეთს კი 102. პარასკევს შეიარაღებულმა პირებმა ბენღაზის სიახლოვეს ჩამოაგდეს ვერტმფრენი, რომელსაც არჩევნებისთვის საჭირო მასალები მიჰქონდა. დაიღუპა საარჩევნო კომისიის ერთი წევრი.
XS
SM
MD
LG