Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო დონორები ავღანეთს 2015 წლამდე 16 მილიარდი დოლარის გამოყოფას ჰპირდებიან


ტოკიოში გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრაზე საერთაშორისო დონორები გამოვიდნენ პირობით, რომ ავღანეთს განვითარებისთვის 2015 წლამდე 16 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ. ამასთან, დონორები აცხადებენ, რომ ქაბულს დახმარებას 2017 წლამდე შეუნარჩუნებენ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გამოყოფილი თანხების მიახლოებითი ოდენობით. კონფერენციაში 70-ზე მეტი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანი იყო ავღანეთისთვის იმ თანხების მოძიება, რომელსაც ქვეყნის სუსტი ეკონომიკა თავად ვერ გამოყოფს. უსაფრთხოების ხარჯების გამოკლებით, ქაბული ყოველწლიურად 6 მილიარდ დოლარს ხარჯავს - თუმცა თავად ამ თანხის მხოლოდ დაახლოებით ერთი მესამედის გამომუშავება შეუძლია. შესაბამისად, ის ძლიერად არის დამოკიდებული უცხოურ დახმარებაზე. ქაბულმა, თავის მხრივ, პირობა დადო რომ შეებრძოლება კორუფციას და გაატარებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს.
XS
SM
MD
LG