ჰააგის სამხედრო ტრიბუნალზე განახლდა ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო ლიდერის, რატკო მლადიჩის სასამართლო პროცესი. დღეს უსმენენ ბრალდების მხარის პირველი მოწმეების ჩვენებას. მლადიჩს წაყენებული აქვს გენოციდის ბრალდება 1995 წელს სრებრენიცაში 8000-მდე მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვაში შესრულებული როლისათვის. მას წაყენებული აქვს ბრალდება სარაევოს 44-თვიან ალყასთან დაკავშირებითაც. 70 წლის მლადიჩი ბრალდებებს უარყოფს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯონ. მლადიჩი შარშან დააკავეს სერბიაში. მანამდე ის 16 წელი იმალებოდა.
ყველაზე პოპულარული
1